Tuesday, April 12, 2011

გონების სავარჯიშო

ამოცანა 1.

სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ჰყავდა. ათი ცხვარი თითო-თითო ბატკნიანი იყო, ათი ორ-ორ ბატკნიანი და ათიც სამ-სამ ბატკნიანი. ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გაიყარნენ. წინასწარი პირობა მათი ისეთი იყო, რომ დედალი ცხვრები და ბატკნები სამივეს თანაბრად უნდა შეხვედროდა, თანაც ისე, რომ დედა ცხვარს თავისი ბატკანი არ ჩამოშორებოდა.

შეძლებდნენ თუ არა ძმები პირობის მიხედვით ცხვრების გაყოფას

ამოცანა 2.

სამი ახალგაზრდა ჭადრაკს თამაშობდა. თითოეულმა პარტიის თანასწორი რაოდენობა ითამაშა, ყველამ ერთად კი — მხოლოდ სამი პარტია…

რამდენჯერ იამაშა თითოეულმა მათგანმა?



პრეტესტი მათემატიკა 2001

ლოგარითმული ფორმულები

ორნიშნა რიცხვების გადამრავლების ხერხი

გონების სავარჯიშოები

სწრაფად ანგარიშისათვის გამრავლების სხვადასხვა ხერხი არსებობს.

პირველი ხერხი:

რომელიმე ორნიშნა რიცხვი რომ გავამრავლოთ 11-ზე, მოცემულ ორნიშნა ციფრთა შუა უნდა ჩაიწეროს იმავე ციფრების ჯამი. მაგალითად, 27-ის 11-ზე გამრავლებისას 2-სა და 7-ს შუა ისერება მათი ჯამი (2+7=9), ე.ი. 297, პასუხიც ესაა.
მეორე მაგალითი: 57×11. 5-ის და 7-ს შუა ჩაიწერება მათი ჯამი (5+7=12), მაგრამ, რადგან 12 შეადგენს ერთ ათეულს და ორ ერთეულს, ერთი ათეული მიემატება პირველ ციფრს — 5-ს და პასუხში გვექნება 627.

მეორე ხერხი:

ერთი გერმანელი მასწავლებელი არითმეტიკის გაკვეთილზე ორნიშნა რიცხვებს ისე მოხდენილად ამრავლებინებდა ბავშვებს, ეომ მოწაფეთა სწრაფ და ზუსტ პასუხს განცვიფრებაში მოჰყავდა დამსწრენი.
აი, ორნიშნა რიცხვთა გადამრავლების ეს ხერხიც. 83×87=7221. ანგარიში ხდება შემდეგნაირად: მრავლდება სამრავლი და მიმრალვი ადეულებაD. სამრავლი 83—80-ით იცვლება ( 3 ხუთზე ნაკლებია): და მამრავლი 87—90-ით (7 ხუთზე მეტია) 80-ზე ვამრავლებთ 90-ს, ვირებთ 7200. ამ რიცხვს ემატება ერთეულების, 3-ისა და 7-ის, ნამრავლი 21.
7200+21=7221
ან კიდევ 26×24
პასუხი: 624
ვიანგარიშოთ აღნიშნული წესის მიხედვით: (30×20)+(6×4)=624.
თუ დავაკვირდებით მაგალითებს, შევნიშნავთ, რომ გამრავლების ეს ხერხი მაშინ გამოგვადგება, როცა სამრავლისა და მამრავლის ათეულები ერთნაირია, ხოლო ერთეულების ჯამი 10-ს უდრის.
მაგალითად: 42×49; 63×68; 17×13 და ა.შ.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები

მათემატიკა

მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. უფრო ფორმალური თვალთახედვით მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს.

ერთის მხრივ მათემატიკა იქმნება წმინდა თეორიული ინტერესების გამო – წმინდა მათემატიკა. მეორეს მხრივ მათემატიკური კვლევა სათავეს იღებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან, გამოიყენება ინჟინერიაში, მედიცინაში და ეკონომიკაში – გამოყენებითი მათემატიკა.

ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema) „მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს, ხოლო μαθηματικός (mathematikós) – „სწავლის მოყვარულს“.
ვრცლად