Tuesday, April 12, 2011

გონების სავარჯიშო

ამოცანა 1.

სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ჰყავდა. ათი ცხვარი თითო-თითო ბატკნიანი იყო, ათი ორ-ორ ბატკნიანი და ათიც სამ-სამ ბატკნიანი. ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გაიყარნენ. წინასწარი პირობა მათი ისეთი იყო, რომ დედალი ცხვრები და ბატკნები სამივეს თანაბრად უნდა შეხვედროდა, თანაც ისე, რომ დედა ცხვარს თავისი ბატკანი არ ჩამოშორებოდა.

შეძლებდნენ თუ არა ძმები პირობის მიხედვით ცხვრების გაყოფას

ამოცანა 2.

სამი ახალგაზრდა ჭადრაკს თამაშობდა. თითოეულმა პარტიის თანასწორი რაოდენობა ითამაშა, ყველამ ერთად კი — მხოლოდ სამი პარტია…

რამდენჯერ იამაშა თითოეულმა მათგანმა?



No comments:

Post a Comment